3 იანვარი, 2015

ჯოან კოლინზმა სამეფო ტიტული მიიღო

joan1ბრიტანული წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა ჯოან კოლინზმა, რომელიც მსოფლიოში პოპულარული სერიალ “დინასტიით” გახდა, დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან ელისაბედ მეორისგან ქალებისთვის განკუთვნილი სამეფო ტიტული მიიღო.

ჯოან კოლინზთან ერთად ეს ტიტული ერგო ინგლისელ დიზაინერ მერი კუანტს, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში პირველი მინი ქვედაბოლო შექმნა.

82 წლის მსახიობმა სამეფო ტიტული მის მიერ გაწეული ქველმოქმედებისთვის მიიღო, მერი კუანტი კი ჯილდოს მფლობელი მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის გახდა.