16 იანვარი, 2015

ჯესიკა ალბა სასამართლოში ჩივის

jesika2მსახიობი ჯესიკა ალბა სასამართლოში ჩივის. ამის მიზეზი მის მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა. მსახიობის საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია და როგორც ჩანს, სწორედ ეს არ აძლევს მოსვენებას მის კონკურენტ ფირმებს.

რამდენიმე დღის წინ მსახიობის ოფისში წერილი მიიტანეს, რომელიც მისი კონკურენტების მიერ არის დაწერილი. ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ჯესიკა ალბამ მათი ტანის ლოსიონის სახელწოდება მოიპარა.

მსახიობთან დაახლოებულმა პირმა უცხოურ გამოცემებს განუცხადა, რომ ჯესიკა კონკურენტების ასეთმა თავხედურმა წერილმა შოკში ჩააგდო. ბრალდების დეტალურად შესწავლის შემდეგ, მსახიობმა გაარკვია, რომ კომპენსაცია თავად უნდა მოითხოვოს, რადგან მისმა კონკურენტებმა მსახიობის იდეა გამოიყენეს.

ჯესიკა ალბა ამტკიცებს, რომ პირველებმა პროდუქციის სახელწოდება მისი ჰოლდინგის თანამშრომლებმა მოიფიქრეს. ამას ისიც ემატება, რომ ჯესიკა ალბას კომპანიის მიერ წარმოებული ტანის ლოსიონი 10 დოლარი ღირს, მისი კონკურენტების მიერ წარმოებული ლოსიონი კი ორნახევარჯერ ძვირია.