ჯასტინ ბიბერი calvin klein-ის რეკლამაში გადაიღეს

bieber1მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა შემოქმედებით კარიერაში ტაიმ აუტის აღების შესახებ გააკეთა განცხადება, უარი არ უთქვამს მომგებიან შეთავაზებაზე.

საქმე ეხება მის საყვარელ ბრენდს calvin klein-ს, რომელის საგაზაფხულო კოლექციის სახეც სწორედ ჯასტინ ბიბერი გახდა. ფოტოსესიაში მასთან ერთად მონაწილეობა მოდელმა ლარა სტოუნმაც მიიღო. ახალი კოლექციიდან მომღერალი რეკლამას უკეთებს ჯინსებს და, რა თქმა უნდა, საცვლებს:

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო ისეთი ბრენდის რეკლამაში, როგორიც calvin klein-ია. დიდი ხანია მისი ერთგული მომხმარებელი ვარ, ამიტომაც მისი პროდუქციის რეკლამირება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.”