14 იანვარი, 2015

ჯაბა ქარსელაძე სიმღერის ჩემპიონატზე მიიწვიეს

jaba1საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ჯაბა ქარსალაძე სიმღერის ჩემპიონატზე მიიწვიეს. ინფორმაცია ჯაბამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:

“ალბათ გაგიგიათ რომ არსებობს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ჩოგბურთში, მძლეოსნობაში მაგრამ იცოდით რომ არსებობდა მსოფლიო ჩემპიონატი სიმღერაში?!

ხოდა, თუ არ იცოდით, გეტყვით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ 2016 წელს ამერიკაში კერძოდ ტეხასის შტატში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი სიმღერაში, სადაც მე წარვადგენ საქართველოს, რა თქმა უნდა, თუ მოვხვდები ნახევარ ფინალში. ასე რომ იმედია ისევე როგორც ლონდონის კონკურსზე მოვხვდი ფინალში, აქაც ბედი გამიღიმებს და წარვდგები 100.000 კაცის წინაშე!

გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს და გისურვებთ დიდ და ბევრ წარმატებას! მე კიდე აი ამ ახალი საჩუქრით ვხვდები რომელიც 1 საათი წინ მივიღე!”