9 იანვარი, 2015

ისტორიის მუზეუმში ფოტონამუშევრები გამოიფინება

muzeumi29 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ნინო ზარდალიშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციას,,ზღაპარი, ემოცია და ადამიანი” ეწოდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი ფოტოგრაფიული სერია სახელწოდებებით ,,სიზმრები და ზღაპრები”, ,,ფერები”, ,,ჩრდილების გარეშე” და ,,სხეულის პლასტიკა”. ოთხივე მათგანი ავტორის ინოვაციური მიდგომით შეიქმნა და კონცეპტუალურ და არაკონცეპტუალურ ნამუშევრებს აერთიანებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ინტერიერში, ექსტერიერსა და ატელიეში გადაღებული 26 ფოტონამუშევარი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ თანამედროვე მოდასა და კომერციულ სფეროში. თითოეული სერია განსხვავებული რეალობის ამსახველი, ტექნიკისა და შინაარსის მატარებელია.

პროექტის ავტორი მოღვაწეობს პრაღაში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა და ის, თუ როგორ აღიქვამს მის მხატვრულ ხედვას ქართული საზოგადოება. ავტორმა გააფართოვა სხვადასხვა ტექნიკისა და კონცეფციის მხატვრული სივრცე, გააერთიანა თანამედროვე ფოტოგრაფიისა და ხელოვნების ტენდენციები.

გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 20 იანვრამდე გაგრძელდება.