9 იანვარი, 2015

ირაკლი ფირცხალავა ოჯახში დაბრუნდა

irakli5ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც უკვე წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ერთწლიანი განშორების შემდეგ, თავის ოჯახს – მეუღლეს და ორი შვილს დაუბრუნდა. ირაკლის მეუღლე პროფესიით მსახიობი სოფია გრებენშიკოვაა, წყვილს ორი ბიჭი ჰყავს – 4 წლის ილია და 2 წლის სანდრო.

მომღერლის ოჯახში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ბლოგერი ჟურნალისტი აჰმედ ბოზიევი ავრცელებს და თან ურთავს ფოტოს, რომელზეც ირაკლი და სოფია ერთად არიან აღბეჭდილი. როგორც მან თავის მიკრობლოგში დაწერა, წყვილმა ოჯახის აღდგენა და ერთად ცხოვრება შვილების გამო გადაწყვიტა:

“ყველანაირი სირთულის მიუხედავად, ჩემი საყვარელი მეგობრები დღეს ისევ ერთად არიან და ეს ძალიან მახარებს! ბედნიერებას გისურვებთ!”

წყვილმა გაყრის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის აპრილში მიიღო. როგორც მაშინ ჟურნალისიტები წერდნენ, გაყრის მიზეზი ირაკლის ეჭვიანობა გახდა. მისი ხასიათი არაერთხელ გამხდარა ოჯახში სკანდალების მიზეზი. მას მიაჩნდა, რომ თავად ოჯახის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.

თავის მხრივ, სოფიას არ სურდა მისი შვილები გაზრდილიყვნენ ისეთ გარემოში, სადაც მშობლების ჩხუბის ყურება ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, ამიტომაც მან პირველმა გამოთქვა სურვლი გაყრის თაობაზე.

ირაკლი ფირცხალავა ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს პირად ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან დღესასწაულები შვილებთან ერთად საქართველოში გაატარა, მოგვიანებით კი მათ სოფიაც შეუერთდა და სწორედ საქართველოში მოხდა მათი შერიგება.