30 იანვარი, 2015

იმედა კახიანი დააჯილდოვეს

imeda2ქართული კინოს მსახიობი იმედა კახიანი ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციამ დააჯილდოვა.

მსახიობთან ერთად ებრაელთა ისტორიის მუზეუმში მისი ოჯახის ეწვრებიც მიიწვიეს. ჯილდოს გარეშე არ დარჩენილან არც მისი შვილი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი და შვილიშვილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი.

როგორც მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელმა ევა ბაბალაშვილი-ხუხაშვილმა განაცხადა, წელს მათი ასოციაციის მიერ მოწყობილი ყველა საღამო მიეძღვნება პოპულარულ ოჯახებს.

იმედა კახიანმა და მისმა ოჯახის წევრებმა მიიღეს ფასიანი საჩუქრები და ბურთი, ყველას ავტოგრაფებით.

როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა განმარტა, ამ ბურთის ჩუქება ასოციაციის სტუმართათვის ტრადიციაა.