4 იანვარი, 2015

ილია მეორის საიუბილეო მიღება საპატრიარქოში გაიმართა

patriarqi-copy-21(1)1111საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესისი, ილია მეორის 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.

საპატრიარქოში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შესაძლებლობა ჰქონდა, უწმინდესისათვის იუბილე მიელოცა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირები, ჩოხოსნები, საზოგადოების წარმომადგენლები. უწმინდესისთვის შესრულდა სიმღერები, ლექსები, სამთავროს დედათა მონასტრის დედებმა პატრიარქისთვის საგალობელი შეასრულეს.

ილია მეორის დაბადების დღე 4 იანვარსაა. ამ დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნანი ბრეგვაძე სპეციალურ კონცერტს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მისი შვილი ეკა მამალაძე და შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე. საღამო მისი უწმინდესობის 82 წლის იუბილეს მიეძღვნება.