’’ჰარი პოტერის’’ გმირი ჰოსპიტალიზირებულია

hagrid5’’ჰარი პოტერის’’ ერთ-ერთი გმირის, ჰაგრიდის როლის შემსრულებელი, 64 წლის მსახიობი რობი კოლტრეინი ჰოსპიტალიზირებულია. მსახიობი შეუძლოდ ლონდონი-ორლანდოს ავიარეისის დროს გახდა.

როგორც უცხოური გამოცემები წერენ, მსახიობმა თავი ცუდად ჯერ კიდევ ფრენის დროს იგრძნო. როგორც კი თვითმფრინავი ორლანდოში დაეშვა, მსახიობი მაშინვე ექიმების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რობი კოლტრეინი კლინიკაში მანამდე დარჩება, სანამ მედიკოსები მას ზუსტ დიაგნოზს არ დაუსვამენ.

ზოგიერთი გამოცემის ცნობით, მსახიობმა გაფრენამდე აეროპორტში ზომაზე მეტი დალია და სიმთვრალის გამო იგრძნო თავი ცუდად, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

რობი კოლტრეინი ფლორიდაში მიფრინავდა, რათა მონაწილეობა მიეღო “ჰარი პოტერისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში. მასში რობი კოლტრეინთან ერთად მაიკლ ჰემბონიც იყო მიწვეული, რომელიც “ჰარი პოტერში” პროფესორ დამბლდორის როლს ასრულებს.