18 იანვარი, 2015

ჰაიდი კლუმი ისევ თხოვდება?

haidi241 წლის სუპერმოდელის ჰაიდი კლუმის რჩეულის ვიტო შნაბელის სურვილია, რჩეულზე დაქორწინდეს. უცხოური გამოცემების ცნობით, ვიტოს მეგობარმა განმარტა, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, თუმცა კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფებიან:

“წყვილი უკვე კარგა ხანია ერთად ცხოვრობს, მაგრამ ვიტოს სურს ჰაიდი მისი კანონიერი მეუღლე გახდეს. უახლოეს დღეებში ჩემი მეგობარი თავის რჩეულს ხელსა და გულს შესთავაზებს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ჰაიდი მას დათანხმდება. მოდელს დიდად არ ხიბლავს გათხოვება, რადგან მეუღლეს მომღერალ სილოს არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაშორდა.”

მოდელი თავს ასეც კარგად გრძნობს და ამ ურთიერთობით ბედნიერია. ის თავის ყოფილ ქმარსაც ხშირად ხვდება და ოთხ შვილთან ერთად სეირნობს. როგორც გამოცემები აღნიშნავენ, მოდელს საერთოდ აღარ სურს გათხოვება და პრობლემა ვიტოში სულაც არ არის:

“მოდელის შვილებს ძალიან უყვართ ვიტო. ჰაიდის და ვიტოს საწინააღმდეგო რამე არც სილოს აქვს, მასაც მიაჩნია, რომ ვიტო მისი შვილებისთვის იდეალური მამინაცვალია. ჰაიდის მიაჩნია, რომ თუკი კიდევ გათხოვდება, პარტნიორთან ურთიერთობა გაუფუჭდება. კიდევ ერთ გაყრას კი მოდელი ვეღარ გადაიტანს. სილო მისთვის საუკეთესო მეგობარია, ამიტომაც რჩევებს ხშირად ეკითხება,” – ამბობს წყარო.

ჰაიდი კლუმი სილოს 2012 წელს გაშორდა, ვიტო შნაბელს კი უკვე ერთი წელია ხვდება.