5 იანვარი, 2015

გვანცა დარასელია ყველაზე ლამაზ ქართველად აღიარეს

gvanca1მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ყველაზე ლამაზ ქართველად აღიარეს. გამოკითხვა რუსულ საიტზე ჩატარდა, სადაც ის 36 ქართველი ლამაზმანი დასახელდა, ვინც სხვადასხვა სფეროში წარმატებით მონაწილეობს.

პირველ ადგილზე გავიდა მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია. ის “მის საქართველო 2007”-ის ვიცე მისია. გვანცა გადაღებულია ფილმებში “ოცნების ქალაქი” და “გოგონა სლაიდიდან”. ამჟამად მოდელი “სხვა შუადღის” წამყვანია.

2. ტელეწამყვანი თიკა კანდელაკი, რომელიც უკვე წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

3. მოდელი ლიკა მეტრეველი. მის თბილისი 2009, ვიცე მის საქართველო 2012 და ელიტ მოდელ ლუქ 2012-ის გამარჯვებული. ის ვასო ფხაკაძის მეუღლეა.

4. მოდელი ქრისტინე ძიძიგური, რომელიც საქართველოს წარადგენდა კონკურსზე მის ტურიზმი 2008. ქრისტინე პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ლამაზმანი პრინც ხუან ბაგრატიონის მეუღლეა.

5. მერი შერვაშიძე, გალაკტიონის მუზა, რომელიც შანელის სახლში მანეკენად მუშაობდა.

6. მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი.

7. მსახიობი ნატო ვაჩნაძე.

8. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია.

9. მომღერალი მანანა ჯაფარიძე, რომელიც წლებია აზერბაიჯანში მოღვაწეობს.

10. ნებახატ ჩერხე, ქართული წარმოშობის მსახიობი, რომელიც ცნობილ თურქულ სერიალში “დიდებული საუკუნე” ვალიდე სულთანს თამაშობს.

11. მოდელი ჟანეტ ქერდიყოშვილი, მის საქართველო 2011.

12. მოდელი ელენე წიკლაური, მის საქართველო 2014-ის მონაწილე.

13. მსახიობი დოდო ჩოგოვაძე, რომელიც ცნობილია ფილმში “ალადინის ჯადოსნური ლამპარი” პრინცესა ბუდურის როლით.

14. მომღერალი და მსახიობი თამთა ლონოს, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

15. მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც წლებია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

16. მოდელი ანტისა ბუცხრიკიძე.

17. მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

18. მსახიობი ლიდია წირღვავა. ის რუს მომღერალ ალექსანდრე ვერტინსკიზე გათხოვდა და ქმრის გვარზე გადავიდა, ამიტომაც ცნობილია როგორც ლიდია ვერტინსკაია.

19. მოდელი ნონა დიაკონიძე.

20. მსახიობი ელენე სატინე, იგივე ელენე სხირტლაძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი.

21. მსახიობი ია ნინიძე, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

22. მოდელი ნინო მახარაძე, რომელმაც საქართველო მის ინტერკონტინენტალზე წარადგინა 2012 წელს.

23. მომღერალი სოფო ნიჟარაძე, მსახიობი და სიმღერების ავტორი.

24. საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე, დააარსა საქველმოქმედო ფონდი “ნავტრის ხე”.

25. მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი.

26. მსახიობი ლიკა ქავჟარაძე, ქართველი ქალის სილამაზის ეტალონი.

27. მარიამ კილასონია მის აფხაზეთი 2009, რომელიც თბილისში ტარდება.

28. მოდელი თაკო ლოლუა.

29. მოდელი ირინა ონაშვილი, მის საქართველო 2003, რომელმაც წარადგინა საქართველო მის მსოფლიო 2003-ზე.

30. ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე, რომელმაც თავისი კარიერა 2012 წელს დაასრულა.

31. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, ორგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი ევროპის ჩემპიონატზე.

32. მსახიობი მედეა ჯაფარიძე, ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, ქეთოს როლის უბადლო შემსრულებელი.

33. მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი ქართულ კინოსამყაროში.

34. მომღერალი თამარ გვერდწითელი, რომელიც საქართველოდან წლების წინ წავიდა და ახლა რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

35. მოდელი მაკა გიგაური, მის საქართველო 2014-ის მონაწილე.

36. კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი, ტელეწამყვანი ეკატერინე მწითურიძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.