Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურანდა გაბუნია გრიბოედოვის თეატრში მიიწვიეს

21 იანვარი, 2015

guranda6მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია გრიბოედოვის თეატრში მიიწვიეს, სადაც მონაწილეობს ანდრო ენუქიძის მიერ განხორციელებულ სპექტაკლში “ალუბლის ბაღი.”

ახალი წარმოდგენის პრემიერა 29 და 30 იანვარს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე შედგება. ანტონ ჩეხოვის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი პიესა „ალუბლის ბაღი”: ზუსტად დრამატურგის დაბადებიდან 155-ე დაბადების დღეზე გათამაშდება.

რანევსკაიას როლს ასრულებს საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის და მიხეილ თუმანიშვილის პრემიების ლაურეატი გურანდა გაბუნია. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ ირინა მეღვინეთუხუცესი, ოლეგ მჭედლიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, მიხეილ ამბროსოვი და მიხეილ არჯევანიძე.

სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეა, პროდიუსერი ნიკოლოზ სვენტიცკი, მხატვარი მირიან შველიძე, მუსიკალური გამფორმებელი ელისო ორჯონიკიძე, კოსტუმების მხატვარი თეო კუხიანიძე.
სპექტაკლი დაიდგა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლი კავშირი „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით.

“ალუბლის ბაღის” ანდრო ენუქიძისეულ სცენურ ვერსიაში პარიზში მყოფი მოხუცებული რანევსკაია იხსენებს თავის ცხოვრებას. მტკივნეული მოგონებები და აზრები გაუთავებელად ეხვევა თავს. უყვარს თუ არა მას თავისი სამშობლო, რატომ გაიყიდა ალუბლის ბაღი და ბოლოს, რა ბედი ეწია ფირსს? იგი ესაუბრება ვინმე ქალს. ვინ არის იგი – ანია, ვარია, შარლოტა? და რატომ არის ეს დიალოგი უსასრულო?” – ეს არის კითხები, რომელსაც რეჟისორი თავის ახალ სპექტაკლში სვამს.