გურამ საღარაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

Guram_Sagaradze2რუსთაველის თეატრის მსახიობის გურამ საღარაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

მსახიობი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ეს თარიღი 12 იანვარს შეუსრულდა, დაბადების დღე რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლის თამაშით აღნიშნა, ხუთი დღის შემდეგ კი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

გურამ საღარაძე ქართულ კულტურაში გამორჩეული პიროვნებაა. კინოსა და თეატრის ვარსკვლავობასთან ერთად, ის მხატვრული კითხვის დიდოსტატიცაა. ათეულობით წლების განმავლობაში ის რუსთაველის თეატრში მუშაობდა და მაყურებლისთვის დაუვიწყარ სახეებს ქმნიდა.