7 იანვარი, 2015

გოგა მესხმა თავის რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა

6“ერთი ერთშის” მონაწილე კონკურსანტმა და მომღერალმა გოგა მეხსმა თავის რჩეულს მარიამ ივარდავას ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.

გოგას საკონკურსო ნომრის დასრულების შემდეგ, როდესაც მან ჯო კოკერი განასახიერა, სიტყვა ითხოვა და საჯაროდ განაცხადა, რომ დარბაზში იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა და ხელის თხოვნას აპირებდა:

“დარბაზში ზის გოგონა, რომელიც ძალიან მიყვარს, ამიტომაც მინდა, რომ ხელი ვთხოვო”.

სცენაზე ასულ რჩეულს მომღერალმა ვარდების ულამაზესი თაიგული მიართვა, დაუჩოქა და პასუხს დაელოდა. თავის მხრივ, გოგას რჩეულმა მის წინადადებაზე სახალხოდ თანხმობა განაცხადა. დარბაზმა, ჟიურიმ და კონკურსანტებმა შეყვარებულები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და “გილოცავთ” შეძახილებით დააჯილდოვა.