გოგა მესხმა ხმა დაკარგა

goga4მომღერალმა გოგა მესხმა ხმა დაკარგა. ის ამ მიზეზით მუსიკალურ შოუს “ერთი ერთში” გამოეთიშა და ბოლო მეცხრე ტურში, რომელიც ნახევარფინალი იყო, მონაწილეობა ვერ მიიღო.

ამის შესახებ მომღერალმა ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე განაცხადა და თავის გულშემატკივრებს მოუწოდა სმს-ები გიორგი სუხიტაშვილისთვის გაეგზავნათ.

როგორც გადაცემის წამყვანმა კახა კინწურაშვილმა განაცხადა, კონკურსის წესების თანახმად, გოგას ავადმყოფობამ მას ყველაზე დაბალი ქულები არგუნა. ჟიურის სამივე წევრმა მას 4 ქულა დაუწერა.

გოგა ნახევარფინალს დარბაზში ესწრებოდა და თავის კოლეგებს რიგითი მაყურებლის ამპლუაში გულშემატკივრობდა. მას პროექტის წამყვანმა მადლობა გადაუხადა ”ერთი ერთში” მონაწილეობისთვის და მაყურებელთან ერთად აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.