11 იანვარი, 2015

გიორგი ყიფშიძე “ნიჭიერს” დაუბრუნდა

yifsho2მსახიობი გიორგი ყიფშიძე “ნიჭიერის” ფინალში მონაწილეობას მიიღებს. მას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტის მეხუთე სეზონი მიყავს, თუმცა წინა კვირას გუდაურში დასვენებისას გიორგიმ ფეხი მოიტეხა და ექიმების დახმარება დასჭირდა. მას ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს და მითითებული რეკომენდაციების დაცვა კატეგორიულად მოსთხოვეს.

მეხუთე ნახევარფინალმა გიორგი ყიფშიძის გარეშე ჩაიარა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სახალხო შოუს ფინალიც მის გარეშე ჩატარდებოდა, რადგან მსახიობმა სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გიორგის შოუს ფინალზე დასწრება შეუძლია.

მსახიობი უკვე დაესწრო კონკურსანტთა რეპეტიციებს, ვანიკოსთან ერთად ფინალისთვის ბოლო ეტაპები გაიარა და 13 იანვარს “ნიჭიერის” მეხუთე სეზონის ფინალსაც წაიყვანს.