30 იანვარი, 2015

ევგენი გრიშკოვეცი თბილისში ჩამოდის

grishkovets6დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი ევგენი გრიშკოვეცი თბილისში ჩამოდის.

ხელოვანი 2 თებერვალს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში შეხვდება მაყურებელს და წარუდგენს მონოსპექტაკლს “გულის ჩურჩული”.

“ჩემი წინა სპექტალის “დამშვიდობება ქაღალდთან” პრემიერას და ახალ სპექტაკლს “გულის ჩურჩული” სამნახევარი წელი აშორებს.

ამ პერიოდში ძალიან ზუსტად და დაფიქრებით ვარჩევდი სიტყვებსა და მოსაზრებებს. სპექტაკლის დადგმის იდეა ხუთი წლის წინ დამებადა. ეს ჩემი ყველაზე უცნაური ნამუშევარია, რადგან სცენაზე კონკრეტული ადამიანი კი არ დგას, არამედ პერსონაჟი, რომელსაც მე განვასახიერებ, ადამიანის გული, რომელიც შეკითხვებს უსვამს თავად ადამიანს”.

“მას არ სურს ტელევიზიაში მუშაობა და არ ხარჯავს ბიუჯეტის თანხებს. მას დიდი ტირაჟით გამოსცემენ და იგი ფიქრობს, რომ მხოლოდ უვიცი გრაფომანები წერენ წიგნებს, რომლებიც შემდგომ არ იბეჭდება. მუშაობა ურჩევნია ახალგაზრდებთან, რომლებიც “საბჭოეთს” და მის სამუშაოსთან მიდგომის სტილს არ გაურყვნია. მას აქვს მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ პოლიტიკისაგან შორს არის. არ უყვარს ინტერნეტი და თვლის, რომ დღეს ქვეყანა გარყვნილებამ წაბილწა. თავის თავზე კი უბრალოდ ამბობს:

„მე თანამედროვე მწერალი ვარ. უბრალოდ, მე დღეს ერთადერთი სოცრეალისტი მწერალი ვარ!”