22 იანვარი, 2015

ერთი ერთშის ფინალისტები ცნობილია

eeeee4მუსიკალურმა პროექტმა “ერთი ერთში” ფინალისტები დაასახელა. მეცხრე ლაივ კონცერტის გამარჯვებული გახდა ნუკა კვალიაშვილი, მას ჟიურის სამივე წევრმა წევრმა უმაღლესი 12 ქულა დაუწერა. 12 ქულა მიანიჭა მაყურებელმა ლიზა ყენიას.

საბოლოო შედეგების დაჯამების შემდეგ, ფინალში ოთხი მომღერალი გადავიდა სალომე ბაკურაძე 482 ქულით, ნინი წიკლაური 413 ქულით, თემო საჯაია 387 ქულით და ნუკა კვალიაშვილი 383 ქულით.

ფინალისტები ბოლოჯერ მივიდნენ ლოტოტრონთან და მსოფლიო ვარსკვლავები ამოირჩიეს. სალომე ბაკურაძე ფინქი იქნება, ნინი წიკლაური ბრიტნი სპირსი, თემო საჯაია მიკ ჯაგერი, ნუკა კვალიაშვილი ნორა ჯონსი.

გამარჯვებულს მომავალ ოთხშაბათს მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის სმს-ები გამოავლენს. პირველ ადგილზე გასული მომღერალი მოიგებს ბინას, მეორე ადგილზე გასულს გადაეცემა ავტომობილი, მესამე ადგილოსანი 20.000 ლარის მფლობელი გახდება, მეოთხე ადგილოსანი კი 10.000 ლარის.