Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ერთი ერთშის” მეშვიდე ტური სალომე ბაკურაძემ მოიგო

8 იანვარი, 2015

2ტელეკომპანია “ჯიდიესის” მუსიკალური შოუ “ერთი ერთშის” მეშვიდე საკონკურსო ტური სალომე ბაკურაძემ მოიგო. მან ამ ტურში მანანა თოდაძე განასახიერა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა და სალომეს მიმართ ნომრის დასრულების შემდეგ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

მეშვიდე საკონკურსო ტურში მომღერლებმა მსოფლიო ვარსკვლავები განასახიერეს. სალომე ბაკურაძე იყო მანანა თოდაძე, ნუკა კვალიაშვილი სტივ უანდერი, გიორგი სუხიტაშვილი ბარბარა სტრეიზანდი, გოგა მესხი ჯო კოკერი, ლიზა ყენია ელტონ ჯონი, ზურა ჯავახია ელვის პრესლი, ნინი წიკლაური კეტი პერი, თემო საჯაია კი რობი უილიამსი.

ჟიურის მეოთხე მოწვეული სტუმარი მწერალი ბასა ჯანიკაშვილი იყო. მან უმაღლესი 12 ქულა გოგა მესხს დაუწერა. ვოკალის პედაგოგმა სისი სამმა 12 ქულა სალომე ბაკურაძეს მიაკუთვნა, ქორეოგრაფმა ზაკ რისმა თემო საჯაიას, ნიკუშა შენგელაიამ კი ბასა ჯანიკაშვილის მსგავსად, 12 ქულით გოგა მესხი შეაფასა.

შვიდივე საკონკურსო ტურის მონაცემებით, სალომე ბაკურაძე ლიდერობს 401 ქულით, მეორე ადგილზეა ნინი წიკლაური 335 ქულით, მესამე ადგილოსანია თემოს საჯაია 302 ქულით და მეოთხე ადგილს იკავებს გიორგი სუხიტაშვილი 286 ქულით.

საკონკურსო ტურის და შეფასებების დასრულების შემდეგ კონკურსანტებს ლოტოტრონმა ახალი მომღერლები შეახვედრა. ლიზა ყენიას დედამისის მაია ჯაბუას განსახიერება მოუწევს, ზურა ჯავახიას ლუის პრიმასი, ნუკა კვალიაშვილს თავდაპირველად “მგზავრების” სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი შეხვდა, თუმცა წამყვანმა კახა კინწურაშვილმა თავიდან მიიყვანა ლოტოტრონთან და მას დედამისი ეკა კვალიაშვილი შეხვდა, გიგი დედალამაზიშვილი მომდევნო ოთხშაბათს გოგა მესხი იქნება, ნინი წიკლაური როდ სტიუარტი, სალომე ბაკურაძე ნატალი ქოლი, თემო საჯაია ანრი ჯოხაძე და გიორგი სუხიტაშვილი კი Earth, Wind And Fire.