29 იანვარი, 2015

’’ერთი ერთში’’ სალომე ბაკურაძემ მოიგო

sa3მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მესამე სეზონი სალომე ბაკურაძემ მოიგო. მან მაყურებლის გადაწყვეტილებით, 50,3 პროცენტით გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდა და საჩუქრად გადაეცა ბინა დიღომი პალასში. სალომე ბაკურაძემ საჩუქრად მიიღო აიპედიც.

მეორე ადგილზე გავიდა ნინი წიკლაური 40,4 პროცენტით და მან საჩუქრად ავტომობილი ჰონდა მიიღო. ნინი ფორტუნა პლუსის ფავორიტიც გახდა და მას აიფონ 6 აჩუქეს.

მესამე ადგილოსანი 7,9 პროცენტით თემო საჯაია აღმოჩნდა, მას საჩუქრად 20.000 ლარი გადაეცა.

მეოთხე ადგილზე კი 1,4 პროცენტით ნუკა კვალიაშვილი გავიდა და მან 10.000 ლარი მიიღო.

ფინალს მიღმა დარჩენილ კონკურსანტებს პროექტის სპონსორებმა სხვადასხვა პრიზები გადასცეს. 2 ათას ლარიანი ვაუჩერი მიიღო გოგა მესხმა, ლიზა ყენიამ ორკაციანი საგზური სტამბულში, გიორგი სუხიტაშვილმა ციფრული ფოტოაპარატი, საგზურები შოვში კი ოთხივეს, მათთან ერთად დასასვენებლად გადაცემის წამყვანები რუსკა მაყაშვილი და კახა კინწურაშვილიც წავლენ.