Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ექვთიმე თაყაიშვილზე წიგნი გამოიცა

26 იანვარი, 2015

Ek2ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ წიგნი “დიდი ექვთიმე” გამოიცა.

26 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც გაუძღვებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

წიგნში შესულია 32 მეცნიერისა და მწერლის სტატიები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. მასში გამოყენებულია ის საარქივო მასალა, რომელიც მოგვითხრობს საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. „დიდი ექვთიმეს“ შემდგენელი და მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველია.

წიგნი „დიდი ექვთიმე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.