Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ექვთიმე აღმსარებელს კონცერტი მიეძღვნება

31 იანვარი, 2015

eqvtime22 თებერვალს წმიდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსენების დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მისი ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

ისტორიკოს ლუარსაბ ტოგონიძე გამართავს სემინარს წმიდა ექვთიმეს მოღვაწეობის შესახებ, რომლის შემდეგაც გაიმართება გალობის საღამო კონსერვატორიის მცირე დარბაზში.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მგალობელთა გუნდები გურიიდან „შემოქმედი“ და გორდელაძეების ოჯახი, ასევე „აღსავალი“, „იალონი“, „ნადი“, გიორგი მთაწმინდელის გალობის სკოლის სტუდენტები. კონცერტს წარუძღვება ისტორიკოსი ლუარსაბ ტოგონიძე.

წარმოდგენილი იქნება წმიდა ექვთიმე აღმსარებლის მოღვაწეობის ამსახველი ვიზუალური მასალა. მის სახელს უკავშირდება ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენა (გელათის სკოლა).