21 იანვარი, 2015

ელისო ბოლქვაძეს დააჯილდოვებენ

eliso-bolkvadze7ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს პარიზში „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდებას მიანიჭებენ. საზეიმო ღონისძიებები 21-24 იანვარს არის დაგეგმილი და მას საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი დაესწრება.

ელისო ბოლქვაძეს ღონისძიების ფარგლებში იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა დააჯილდოვებს. “იუნესკოს მშვიდობის არტისტის” წოდების მფლობელები არიან მსოფლიოში გამოჩენილი არტისტები სელინ დიონი, ანჯელინა ჟოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, ვალერი გერგიევი, პლასიდო დომინგო.

ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და მისი საქველმოქმედო ღონისძიებები აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით და აღნიშნული წოდება პირველად მიენიჭება ქართველ არტისტს.

პიანისტმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი “ლირა”, რომლის მთავარი მიზანიც ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების ხელშეწყობაა, ის ასევე ატარებს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ბათუმში. ფესტივალი ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიაზაციას და ნიჭიერი ახალი სახელების აღმოჩენას.

ელისო ბოლქვაძის “იუნესკოს მშვიდობის არტისტის” ტიტულით სამომავლო გეგმები, უკავშირდება მსოფლიოში არსებულ კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობას საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიებების საშუალებით.

ქართველი პიანისტის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საფრანგეთში და მიწვეული სტუმრები. დაჯილდოებას გახსნის ირინა ბოკოვა, ხოლო სიტყვით კი გამოვა საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში, ეკა სირაძე-დელონე და თავად ელისო ბოლქვაძე.