23 იანვარი, 2015

ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის არტისტია

Eliso6ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულის „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ მფლობელია.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა. მას საქართველოდან ჩასული სპეციალური დელეგაციაც ესწრებოდა.

ელისო ბოლქვაძე პირველი ქართველი ხელოვანია, რომელსაც ეს პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა. ამ ფაქტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც გამოეხმაურა:

ქალბატონო ელისო, მსურს მთელი გულით მოგილოცოთ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (unesco) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო და ტიტული, რომელსაც „იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ ჰქვია. ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მსგავსი წოდება ქართველ არტისტს პირველად მიენიჭა.

ეს მნიშვნელოვანი სტატუსია, რომლის მატარებელი პიროვნებაც ცდილობს ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და განათლების ადვოკატირებას. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება საქველმოქმედო აქტივობებს, მჯერა, რომ შეძლებთ ამ მისიის განხორციელებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს. მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.”