21 იანვარი, 2015

ელენე გლურჯიძემ კარიერა დაასრულა

elene7საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა ბალერინამ ელენე გლურჯიძემ ინგლისის ნაციონალურ საბალეტო დასში მოღვაწეობა დაასრულა.

მან დაპირება შეასრულა და ბალეტის მოყვარული საზოგადოებისთვის ამ დასთან ერთად ბოლოჯერ იცეკვა. ელენემ დასთან ერთად “გედების ტბა” შეასრულა და მაყურებლისგან აღტაცებისა და მადლიერების ნიშნად ხანგრძლივი აპლოდისმენტები, ბრავოს შეძახილები და უამრავი ყვავილი მიიღო.

ელენე გლურჯიძე ინგლისის ნაციონალურ საბალეტო დასში 12 წელი ცეკვავდა. მან ამ დასიდან წასვლის შესახებ განცხადება გასული წლის ბოლოს გააკეთა და ამ თეატრში მოღვაწე თითოეული ადამიანი მადლიერებით მოიხსენია.

ელენე გლურჯიძის გამოსათხოვარი სპექტაკლის ამსახველი მცირე ვიდეომასალა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ სოციალურ ქსელში ატვირთა, რომელიც სპექტაკლს პირადად ესწრებოდა.