Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელდარ შენგელაია იუბილარია

26 იანვარი, 2015

e326 იანვარს ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია იუბილარია. მას 82 წელი შეუსრულდა.

მისი ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, “თეთრი ქარავანი” მაყურებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ელდარ შენგელაია სხვადასხვა წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმი“, შემდეგ კი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი” მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია. მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“.

ელდარ შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და „შერეკილები“.

1990 წლიდან რეჟისორი ჩაერთო პოლიტიკაში. ის გახდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ელდარ შენგელაია იყო 1992, 1995, 1999 და 2004 წლების მოწვევების საქართველოს პარლამენტის წევრი. საბოლოოდ პოლიტიკაზე უარი თქვა და ისევ კინოხელოვნებას დაუბრუნდა.

რეჟისორი წლების განმავლობაში  საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე იყო. მისი 80 წლის იუბილე თბილისში გრანდიოზულად აღინიშნა. ხელოვნების სასახლეში გამოფენა ”არაჩვეულებრივი გამოფენა” მოეწყო, უკვდავთა თაღში მისი ხელის ანაბეჭდი გაიხსნა. იუბილარი რეჟისორი კულტურის სამინისტრომ და ხელისუფლებამ ჯილდოებით დაასაჩუქრა.