26 იანვარი, 2015

დემის რუსო გარდაიცვალა

demis868 წლის ასაკში ცნობილი ბერძენი მომღერალი დემის რუსო გარდაიცვალა. მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემამ “Le Figaro” გაავრცელა. გამოცემას ეს სამწუხარო ამბავი მომღერლის ქალიშვილმა ემილიმ მიაწოდა.

რა გახდა მომღერლის გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომღერალი საბერძნეთში გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში დემის რუსო კონცერტებს არც თუ ისე ხშირად ატარებდა. იყო შემთხვევებიც, როცა დაგეგმილი კონცერტები დემის რუსოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იხსნებოდა.

მომღერალმა თავისი მუსიკალური კარიერა ბერძნულ ჯგუფში “Aphrodite’s Child” დაიწყო, პოპულარობა გასული საუკუნის 70-იან წლებში მოიპოვა, როცა სოლოკარიერის აწყობა გადაწყვიტა. მისი სიმღერებიდან ყველაზე მეტად პოპულარულია “Souvenirs”, ”Goodbye My Love”, ”Forever And Ever”.

მომღერლის ანგარიშზეა 30-მდე ფირფიტა. ისინი მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ.