8 იანვარი, 2015

დავით გარეჯში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა

david_garedji2დავით გარეჯის დოდო რქის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში, წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული, დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო გამოვლინდა.

სამეცნიერო თვალსაზრისით, მსგავსი ტიპის და შინაარსის აღმოჩენა უპრეცედენტოა, რომელიც ადასტურებს რომ მდიდარი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი ძეგლი, რომელიც ამ დრომე ისტორიულ და სამეცნიერო წყაროში აღნიშნული არ იყო.
ახლადგამოვლენილი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე,

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, ახლადდაბადებული ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი გამაგრებითი და გადარჩენითი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, არქეოლოგებთან, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ექსპერტებთან ერთად ადგილს უშუალოდ მოინახულებს.