Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბიორკი ახალ ალბომს გამოუშვებს

16 იანვარი, 2015

bjork2ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა სოციალურ ქსელში ახალი სტუდიური ალბომის გამოშვება დააანონსა. მან ახალ ალბომს უკვე სახელიც შეურჩია და მას Vulnicura დაარქვა.

ბიორკის განცხადებით, ახალი ალბომი მარტში გამოვა და მასში 9 კომპოზიცია იქნება გაერთიანებული. Stonemilker, Lionsong, History Of Touches, Black Lake, Family, Notget, Atom Dance, Mouth Mantra და Quicksand. ამ სიმღერებიდან 6 თავად ბიორკის დაწერელია, 2 ვენესეულელ მუსიკალურ პროდიუსერთან Arc-თან ერთად, ერთი კი ბრიტანელ მუსიკოსთან და მსახიობთან ჯონ ფლინომთან ერთად. მისი ბოლო ალბომი Biophilia 2011 წელს გამოვიდა.

ბიორკი უკვე 38 წელია სცენაზე დგას. თავდაპირველად მას პოპულარობა მოუტანა ალტერნატიულმა როკ ჯგუკფმა The Sugarcubes. სოლო კარიერა ბიორკმა მოგვიანებით 1993 წელს დაიწყო, მაშინ მისი პირველი ალბომი Debut გამოვიდა, შემდეგ კი მომღერალმა კიდევ 6 ალბომი ჩაწერა.

ბიორკმა მონაწილეობა მიიღო ლარს ფონ ტრიეტრის ფილმში “Dancer in the Dark” და მუსიკა მთელი ფილმისთვისაც თავად დაწერა. ფილმმა კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა.მთლიანობაში ბიორკის ანგარიშზე არაეთრი საერთაშორისო მუსიკალური და კინემატოგრაფიული ჯილდოა. ის 13-ჯერ იყო ნომინირებული გრემიზე და ორჯერ ოქროს გლობუსზე.