10 იანვარი, 2015

ბენედიქტ კამბერბეტჩი მამა გახდება

sherlok1BBC-ის ერთ-ერთი გახმაურებული სერიალის “შერლოკი” მთავარი როლის შემსრულებელი ბენედიქტ კამბერბეტჩი მამა გახდება. ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ. მსახიობისა და მისი საცოლის სოფი ჰანტერის ამ სიახლის შესახებ განცხადება წყვილის წარმომადგენელმა გაავრცელა:

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბენედიქტ კამბერბეტჩი და სოფი ჰანტერი პირველ შვილს ელოდებიან. ისინი სიხარულისგან მეშვიდე ცაზე არიან.”

38 წლის ბენედიქტ კამბერბეტჩს და მის საცოლეს 36 წლის სოფი ჰანტერს ნიშნობა ორი თვის წინ ჰქონდათ. მათ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახლობლებს უძველესი ბრიტანული ტრადიციის დაცვით შეატყობინეს – წყვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა ლონდონურ გაზეთში The Times.

ბენედიქტისთვისაც და სოფისთვისაც ეს პირველი ქორწინება და პირველი შვილია.