6 იანვარი, 2015

ბავშვთა სურათების გალერეაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

new_year_17 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში ჩატარდება საახალწლო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობით.

შარშანდელი საახალწლო ღონისძიების აღმოჩენა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა თემურ არაბიძე, რომელმაც საოცრად ემოციური ნომერი წარუდგინა მაყურებელს და “ნიჭიერის” ფინალისტი გახდა.

ამჯერად, შემოქმედებით-საახალწლო ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები წარმოაჩენენ საკუთარ ნიჭს. იცეკვებენ, იმღერებენ, წაიკითხავენ ლექსებს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შექმნილი შესრულებული ნახატები და ხელთნაკეთი ნამუშევრები.

წლევანდელ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნიჭიერი მოზარდები და ახალგაზრდები, რომელთა მიზანია კიდევ ერთხელ დაანახონ საზოგადოებას, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, რომ ყველა ადამიანი თანასწორია თავის შესაძლებლობებში.

ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“ ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და მათ ხელშეწყობას ემსახურება.

ღონისძიება ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, თბილისის საკრებულოს, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის და სხვადასხვა კომპანიების ხელშეწყობით.