13 იანვარი, 2015

ანიტა რაჭველიშვილი სპეციალურ პროგრამას წარადგენს

anita114 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მსმენელს სპეციალურ პროგრამას შესთავაზებს.ამ პროგრამის პრემიერა გასულ წელს ნიუ-იორკში დიდი წარმატებით შედგა, ახლა კი თბილისში იქნება წარმოდგენილი.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ორკესტრი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და სუხიშვილები. სუხიშვილები ტანგოს ანიტა რაჭველიშვილთან ერთად იცეკვებენ.

ამ კონცერტით საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საიუბილეო 90-ე სეზონს გახსნის.