Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახმეტელის თეატრში ჩაპეკის პიესა გათამაშდება

28 იანვარი, 2015

axmeteli231 იანვარს და პირველ თებერვალს ახმეტელის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. ცნობილი ჩეხი მწერლის კარელ ჩაპეკის პიესა “დედა” ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი სავანელმა ახმეტელის თეატრის დასთან ერთად დადგა.

XX საუკუნის შესანიშნავი პროზაიკოსი კარელ ჩაპეკი ფანტასტიკური ჟანრის პიესებს წერდა, აღსანიშნავია რომ სიტყვა “რობოტის” ავტორობას სწორედ კარელ ჩაპეკს მიაწერენ.

ომი, ძალადობა, ბრძოლა სიკეთისა და სამართლიანობისთვის, ფსიქოლოგიურ დრამაში ჩაპეკის პერსონაჟები მშვიდობისთვის იბრძვიან, ტრაგიკულია დედის ბედი, რომელიც თავის უკანასკნელ იმედსა და უკვე ერთადერთ შვილს 16 წლის ტონის საკუთარი ნებით უშვებს ფრონტის წინა ხაზზე.

პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და ერის წინაშე, მარადიული ბრძოლა მშვიდობისთვის და ადამიანები, რომლებიც მზად არიან ამ ბრძოლაში თავგანწირვისთვის.

სპექტაკლში დედის როლს მზია ტალიაშვილი ასრულებს, მასთან ერთად წარმოდგენაში ასევე დაკავებული არიან მამუკა მაზავრიშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, სოფია სებისკვერაძე, გიორგი ცხადაძე და გიგი მიგრიაული. სპექტაკლის მხატვარი მარიკა კვაჭაძეა.

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.