ადამ ლევინს ცოლი გაუთხოვდა

tomy5Maroon 5-ის სოლისტს ადამ ლევინს ცოლი გაუთხოვდა. მართალია, 35 წლის მომღერალმა და 25 წლის მოდელმა ბეჰატი პრინსლმა ამ ზაფხულს იქორწინეს, მაგრამ ლამაზმანს მეორედ მიეცა შანსი, ასეთი ბედნიერი წუთები განეცადა და მასაც თავიდან გათხოვებაზე უარი არ უთქვამს.

ასეთი შესაძლებლობა მოდელს მსოფლიოში ცნობილმა ტანსაცმლის ამერიკულმა ბრენდმა “Tommy Hilfiger”-მა მისცა. სავაჭრო მარკამ წარმოადგინა 2015 წლის გაზაფხულის კოლექციის რეკლამა, რომელიც საქორწინო თემატიკით არის შთაგონებული.

ვიდეორგოლში პატარძლის როლი ბეჰატის ერგო, ნეფის როლი კი შეასრულა მოდელმა, რომელიც ძალიან გავს მის მეუღლეს ადამ ლევინს.

სარეკლამო რგოლში განვითარებული მოვლენები მაქსიმალურად არის მიახლოებული მოდელისა და მომღერლის რეალურ ქორწილთან, რომელიც წყვილმა მექსიკაში გადაიხადა: წვეულება ულამაზეს ბაღში, სტუმრებად მხოლოდ მოდელები და როკერები, არაჩვეულებრივი სადღესასწაულო გარემო და ამაღლებული განწყობა.

სარეკლამო რგოლში ბეჰატი პრინსლის გარდა, ასევე ორი ცნობადი სახე ჩნდება – ჯორდან დანი და ორსული კოკო როშა.