28 იანვარი, 2015

ადამ ლევინი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე იმღერებს

adam3პოპულარული როკ ჯგუფის Maroon 5-ის სოლისტი ადამ ლევინი ოსკარების 87-ე დაჯილდოების ცერემონიალზე იმღერებს.

ოფიციალური განცხადება ამის შესახებ მომღერალმა თავის ტვიტერზე გააკეთა:

“მაშ ასე! მე ვიმღერებ ოსკარების დაჯილდოებაზე! მადლობა, აკადემია!”

როგორც შოუს ერთ-ერთმა პროდიუსერმა განაცხადა, ადამ ლევინზე არჩევანი იმის გამო შეჩერდა, რომ ეს მომღერალი საკმაოდ არტისტული და დინამიურია.

უკვე ცნობილია, რომ 35 წლის მომღერალი დოლბის კინოთეატრში შეასრულებს სიმღერას “Lost Stars”. ეს სიმღერა ჟღერს ფილმში, რომელშიც თავად მომღერალიც მონაწილეობს, სიმღერა კი წარდგენილია ოსკარზე ნომინაციაში “საუკეთესო ორიგინალური სიმღერა”.

ოსკარების 87-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 22 თებერვალს დოლბის კინოთეატრში გაიმართება და მას მსახიობი ნილ პატრიკ ჰარისი წაიყვანს.