Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

6 იანვარი აბო თბილელის წამების დღეა

6 იანვარი, 2015

abo26 იანვარი ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახურისა და ნელსაცხებელთა ოსტატის აბო თბილელის წამების დღეა.

აბო ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. ის გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით, იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო.

აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა.

ნერსეს აბოც თან გამოყვა. სამი წელი მოღვაწეობდა ის თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაათავისუფლეს. სულ მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს.

ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი ამაზე უარი განაცხადა.
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. აბო დაწვეს, ხოლო ძვლები, რომელთა დაწვაც ვერ შეძლეს, ცხვრის ტყავში გამოკერეს და მტკვარში ჩააგდეს.

ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. ის მიჩნეულია თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის ხსენების დღე ძველი სტილით 8 იანვარია, ახალი სტილით კი 21 იანვარი.