Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

26 იანვარს ეროსი მანჯგალაძე გარდაიცვალა

26 იანვარი, 2015

erosi226 იანვარს ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღეა. ის 1982 წელს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგ დოდო ალექსიძის ხელმძღვანელობით სწავლობდა. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრში. სამსახიობო კარიერა დაიწყო რუსთაველის თეატრში.

რაც შეეხება მსახიობის კინოკარიერას, მას ბევრი სახასიათო როლი აქვს ნათამაშები ფილმებში “ნატვრის ხე”, “ვერის უბნის მელოდიები”, “ლონდრე”, “ყვარყვარე”, “თბილისი, პარიზი, თბილისი”, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, “თოჯინები იცინიან”. ეროსი მანჯგალაძე ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მქონე მსახიობი იყო, ის გამოირჩეოდა პროფესიული მაღალი ოსტატობით, გარდასახვის ნიჭით, ლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით და მუსიკალურობით.

ქართველი მსახიობი სპორტული კომენტატორობითაც იყო ცნობილი. დიდია მისი წვლილი როგორც კინოს, ასევე რადიოსა თუ ქართული თეატრის განვითარებაში. ეროსი პოპულარობით სარგებლობდა არამარტო როგორც ნიჭიერი მსახიობი, არამედ, როგორც შესანიშნავი კომენტატორი. ისტორიას შემორჩა იმ ისტორიული მატჩის კადრები და მასალები, რომლებსაც ორი გენიალური პიროვნება – კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე უძღვებოდნენ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში. მისი განსაკუთრებული ხმის ტემბრი უფრო საინტერესოს ხდიდა მაყურებლისთვის ნებისმიერ საფეხბურთო მატჩს.

ეროსი მანჯგალაძის სახელს ატარებს სპორტული სტადიონი სამტრედიაში.