25 იანვარი, 2015

25 იანვარი მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა

mixa225 იანვარს ქართველი სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის დაბადებიდან 115 წელი შესრულდა. ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი თავისსავე დაბადების დღეზე 25 წლის ასაკში მოკლეს.

მიხა ხელაშვილი პოპულარული ლექსების ავტორია, მათ შორის, „ლექსო ამოგთქომ“, „ბინდისფერია სოფელი“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ მიხა ხელაშვილის მშობლიურ ფშავში.

პოეტი მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, ის მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით კი დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.

საბჭოთა პერიოდში მიხა ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.