19 იანვარი, 2015

19 იანვარს ჯენის ჯოპლინი დაიბადა

joplin219 იანვარი მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ჯენის ჯოპლინის დაბადების დღეა. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ 27 წელი იცოცხლა, თავისი შემოქმედებით თაყვანისმცემელთა დიდი არმია გაიჩინა და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.

ბლუზ-როკი, მძიმე როკი, ფსიქოდელიური როკი, ბლუზი – ამ მუსიკალურ ჟანრებში მღეროდა ჯოპლინი, რომელიც სიმღერებისა და არანჟირების ავტორიც ხშირად თავად იყო. ის თავისი განსხვავებული ხმით ყველასგან გამოირჩეოდა.

მან ოთხი ალბომი გამოუშვა, ორში სოლომომღერლის ამპლუაში წარსდგა მსმენელის წინაშე, ორში კი როგორც სან ფრანცისკოური ჯგუფის Big Brother and The Holding Company-ის ვოკალისტი. 1955 წელს ჯენის ჯოპლინი შეყვანილ იქნა როკ ენ როლის დიდების დარბაზში, 2005 წელს მიენიჭა გრემი, 2013 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ჟურნალ Rolling Stone-ის რეიტინგში მომღერალს 46-ე ადგილი უკავია “ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელთა შორის” და 28-ე ადგილზეა “ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალს შორის”.