12 იანვარი, 2015

12 იანვარი გურამ საღარაძის დაბადების დღეა

sagaradze1ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავს გურამ საღარაძეს 12 იანვარს 86 წელი შეუსრულდებოდა.

მხატვრული კითხვის დიდოსტატმა თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. წლების განმავლობაში მან არაერთი დაუვიწყარი როლი განასახიერა. მათ შორისაა სოსო (ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“) , ჰეილი (მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტენესი უილიამსის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რეზო თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“).

მისი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი აღმოჩნდა გოჩა კაპანაძის მიერ დადგმალი “მოხუცი ჯამბაზები”, რომელიც სრული ანშლაგებით ტარდებოდა და მასში ნამდვილი ვარსკვლავები მედეა ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე მონაწილეობდნენ.

გურამ საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობად და მხატვრული კითხვის ოსტატად არის მიჩნეული. ის არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მის იუბილესთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრის წინ გურამ საღარაძის სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

მსახიობი ორი წლის წინ 17 იანვარს საკუთარ სახლში გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. გურამ საღარაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.