9 იანვარი, 2015

ვის შუამდგომლობს ნიკოლოზ რაჭველი?

rachveli1დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას თავისი შუამდგომლობის შესახებ ამცნობს:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა გულით და სულით ვუშუამდგომლო ჩემს უმცროს მეგობარს და ნიჭიერ მომღერალს ნინა სუბლატს, რომელიც მინდა რომ გაემგზავროს ევროვიზიის კონკურსზე წელს ქალაქ ვენაში. ამისათვის კი გთხოვთ სურვილისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით დარეკოთ და დაამესიჯოთ მის საინტერაქციო ნომერზე, რათა დააგროვოს სამოქალაქო ხმები, რომელიც წყვეტს თუ ვინ გაემგზავრება საქართველოს წარმოსადგენათ აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსზე. დღეში შესაძლებელია 1 ზარის და 1 მესიჯის გაგზავნა და ეს შესაძლებელია 14 იანვრამდე. წინასწარ გიხდით მადლობას, ვინც გულისხმიერად შეხვდება ჩემს მოკრძალებულ თხოვნას. პატივისცემით, ნიკოლოზ რაჭველი”