2015 წლის 31 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი თბილისის საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტს გამართავს.
გალა-კონცერტი ლეგენდარული ბალერინას ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. თეატრის ორკესტრთან და საბალეტო დასთან ერთად გალა-კონცერტში მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
კონცერტს მაესტრო დავით მუქერია უდირიჟორებს.