Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიჭიერის მეთორმეტე ფინალისტი გამოვლენილია

8 იანვარი, 2015

hapy2სახალხო პროექტის “ნიჭიერი” მეთორმეტე ფინალისტი ხალხმა გამოავლინა. სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” პროექტის პარტნიორმა ელ ჯიმ ხუთივე ნახევარფინალის დასრულების შემდეგ თავისი ფავორიტები დაასახელა, რომლებისთვისაც ხმის მიცემის უფლება “ფეისბუქის” მომხმარებლებს 12 საათის განმავლობაში შეეძლოთ.

ელ ჯის ფავორიტები “ნიჭიერის” ნახევარფინალებში გახდნენ ჯგუფი “Happy Hands”, საპნის ბუშტების ფერია თეკლა ასლანიკაშვილი, აკრობატები ბოი და ლორა, ავტომრბოლელი გიორგი კირვალიძე და პაპუნა და გიორგი პირსახოცების შოუთი.

საბოლოო დასკვნითი ხმის მიცემის შემდეგ კი მაყურებლის გადაწყვეტილებით, “ნიჭიერის” მეთორმეტე ფინალისტი ჯგუფი “Happy Hands” გახდა, რომელმაც მთლიანობაში 20.000-ზე მეტი მოწონება მიიღო.

“ნიჭიერის” მეხუთე სეზონის ფინალი 13 იანვარს გაიმართება, სადაც 12 ფინალისტიდან საქართველო ერთ გამარჯვებულს დაასახელებს.