25 იანვარი, 2015

საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე

saintereso3მეორე ნაწილი

სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ჯულია რობერტსი მაკდონალსდში მოლარედ მუშაობდა. ის დღემდე ამაყობს იმით, რომ შეძლო ერთ წუთში კლიენტისთვის მიეყიდა კარტოფილი ფრი, ჰამბურგერი და კოკა კოლა;

არნოლდ შვარცნეგერის IQ 135-ია;

მომღერალი კარლი რეი ჯეპსენი ადელზე, ლედი გაგაზე და რიანაზე უფროსია;

რეპერ Snoop Dogg-ის IQ 147-ია. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დიდია, ბევრ გენიოსს შეუძლია ასეთი შედეგებით იამაყოს;

შანელის სუნამომ CHANEL N5 სახელწოდება მიიღო არა იმიტომ, რომ რიცხვი 5 კოკოსთვის რაიმე დატვირთვას ატარებდა, არამედ იმიტომ რომ მას სუნამოს სწორედ მეხუთე ვარიანტი მოეწონა;

ალ პაჩინომ უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო ფილმებში “კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, “ლამაზმანი”, “აპოლკალიფსი დღეს”, “4 ივლისს დაბადებული” და “ვარსკვლავური ომები”;

სიმღერა “Only you”, რომელიც ბევრისთვის ელვის პრესლის სავიზიტო ბარათად არის აღიარებული, არასდროს შესრულებულა ჩანაწერით. ეს სიმღერა დაიწერა 1950 წელს ბაკ რამოს და ენდი რენდის მიერ. ამ სიმღერის ყველაზე პოპულარული ჩანაწერი კი მიეკუთვნება ჯგუფს “The Platters”, 1995 წლის მათი ჩანაწერი სუპერ პოპულარული გახდა;

ჯორჯ ლუკასმა “ვარსკვლავური ომებისთვის” პერსონაჟი ჩუბაკი საკუთარი ძაღლის შთაგონებით შექმნა, რომელიც მისი მანქანის წინა სავარძელში იჯდა;

ბრიტნი სპირსმა ცეკვაზე სიარული 2 წლის ასაკში დაიწყო. 3 წლიდან კი ის უკვე მხატვრულ ტანვარჯიშზეც დადიოდა;

კეიტ მოსს მიაჩნია, რომ აბსოლუტურად არ გააჩნია სტილის შეგრძნება, თუმცა Style.com-მა მას სტილის დედოფლის წოდება 237-ჯერ მიანიჭა;

ტონი კერტისი, რომელმაც მერლინ მონროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”, მათი კოცნის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: “აკოცო მერლინს, იგივეა, რაც აკოცო ჰიტლერს”;

ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა მასზე განხორციელებული თავდასხმების გამო. კასტროს სხვადასხვა მეთოდებით 638-ჯერ დაესხნენ თავს და მისი განადგურება სცადეს, მათ შორისაა, მოწამლული სიგარა და ბომბი ბეისბოლის ბურთში;

სპანჯბობს 40 ნახვრეტი აქვს;

როცა მსახიობმა შირლი ჰენდერსონმა “ჰარი პოტერში” 13 წლის პლაქს მირთლი განასახიერა, ამ დროისთვის ის თითქმის 40 წლის იყო;

ცაცია, სარკისებურ ნაწერს ფსიქოლოგებმა “ლეონარდოს ხელწერა” უწოდეს. სწორედ ასე წერდა ლეონარდო და ვინჩი თავის ჩანაწერებში, რაც მის გაშიფრვას ართულებს;

ემა უოტსონისთვის გადასაღებ მოედანზე ყველაზე დიდ სირთულეს გაბრაზება წარმოადგენს. როცა მსახიობის ოსტატობის პედაგოგები ცდილობდნენ მის გაბრაზებას, მსახიობი ტირილს იწყებდა: “არაფრით არ შემიძლია გაბრაზება, ცუდი გოგოს როლი აშკარად ჩემთვის არ არის”;

პიერ რიშარის სრული სახელი და გვარი პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფეია. მისი სამსახიობო წარმატების პიკი გასული საუკუნის 80-იან წლებში დადგა. მსახიობს რცხვენია იწუწუნოს, მთელ თავის ჰონორარებს ის ჩრდილოეთ საფრანგეთში არსებულ ციხესიმაგრეს ახარჯავს, სადაც ღვინის მოყვანით არის დაკავებული;

ლაიონელ რიჩმა თავისი ქალიშვილი ნიკოლ რიჩი 2 წლის ასაკში იშვილა. ნიკოლის მამა მასთან ჯგუფში უკრავდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. ნიკოლის დედა კი ჯგუფში დამხმარედ მუშაობდა;

უაინონა რაიდერი სინამდვილეში ქერაა;

სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა მსოფლიოში ცნობილია როგორც ლედი გაგა. ის მანჰეტენის ქალთა მონასტრის სკოლაში სწავლობდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სწავლას თავი დაანება და მომღერლის კარიერა დაიწყო;

პრეზიდენტ ბუშს და სადამ ჰუსეინს ფეხსაცმელს ერთი და იგივე იტალიელი მეწაღე უმზადებდა;

ივ სენ ლორანს ყოველთვის ჰყავდა ფრანგული ბულდოგები, რომლებსაც ერქვათ მამაკაცი, მამაკაცი II, მამაკაცი III. მესამე მამაკაცმა ცნობილ მწერალს ლესლი უაიტს იმის გამო უკბინა, რომ მან ძაღლი ინტერვიუს ჩაწერის დროს გარეთ გაუშვა;

ყველაზე ძვირადღირებული ქალი მსოფლიოში ჯენიფერ ლოპესია. მისი სხეული 1 მილიარდ ევროდ არის დაზღვეული;

მადონას კლიპების უმეტესობა მსოფლიო ჩარტებში წამყვან პოზიციებს იკავებდა. მისი ერთ-ერთი კლიპი “American Life” ამერიკულ ტელევიზიებში აკრძალეს. ამის მიზეზი კლიპში გადაღებული ერთი მომენტი გახდა – როცა მადონა ბომბს ესვრის ამერიკის ექს-პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს. ასეთი მოქმედებით მადონამ, იგივე ლუიზა ჩიკონემ გამოხატა თავისი პროტესტი ერაყში დაწყებული ომის მიმართ;

1982 წელს ოზი ოსბორნმა ერთ-ერთ კონცერტზე ღამურას თავი მოაჭამა. ერთმა თაყვანისმცემელმა ღამურა სცენაზე ისროლა, მომღერალს ის მორიგი რეზინის სათამაშო ეგონა და უკბინა. კისერზე კბენის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ღამურა ცოცხალი იყო. მომღერალი სიგიჟის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე კი მომღერალი რადიოში მიიწვიეს, სადაც მან ორი მტრედი მიიყვანა. ოსბორნს სურდა გადაცემის ბოლოს მტრედები ჰაერში გაეშვა მშვიდობის ნიშნად. პირველი მტრედის გაშვების შემდეგ, მეორეს მან თავი მოაჭამა. მომღერალი მთვრალი იყო;

მადონას IQ 140 ქულაა;

მაიკლ ჯექსონი კარგი კულინარი იყო. მისმა ქალიშვილმა პერისმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში განაცხადა: “მამა ყველაზე მაგარი კულინარი იყო მთელს მსოფლიოში. ის არაჩვეულებრივ ფრანგულ ტოსტებს აკეთებდა”;

ემი უაინჰაუსი გინესის რეკოდრების წიგნშია შეყვანილი როგორც პირველი ბრიტანელი, რომელმაც მოიგო 5 გრემი, მათ შორის გაიმარჯვა ნომინაციებში წლის საუკეთესო სიმღერა, წლის პოპ ალბომი და პოპ სიმღერის წლის საუკეთესო მომღერალი ქალი;

ამერიკის პრეზიდენტს ენდრიუ ჯონსონს სკოლაში არასოდეს უვლია. მას ელემენტარული ცოდნა ცოლმა მისცა;

ელიზაბეტ ტეილორის გამოხედვას ორმაგ ბრწყინვალებას აძლევდა არა მარტო ბუნებრივი სილამაზე, არამედ იშვიათი გენეტიკური მუტაცია, მას წარბები ორრიგად ჰქონდა;

ბეთჰოვენი ერთხელ მათხოვრობისთვის დააკავეს;

ხულიო ეგლესიასი ახალგაზრდობაში მადრიდის რეალის მეკარე იყო. მისი საფეხბურთო კარიერა 20 წლის ასაკში დასრულდა, ის ავტოკატასტროფაში მოყვა და საავადმყოფოში 3 წელი გაატარა. მომღერალი პარალიზებული იყო და მხოლოდ ხელებს ამოძრავებდა. ამ პერიოდში იგლესიასმა გიტარაზე დაკვრა ისწავლა და მსოფლიოში ცნობილი მომღერალიც გახდა;

Macintosh – სტივ ჯობსის საყვარელი ვაშლის სახეობის სახელწოდებაა.