ზურა მანჯავიძე: “სასწრაფოდ!”

zura1მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელიც ჯგუფის “ფორტე” წევრია და ამჟამად “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს, საგანგებო განცხადებას ავცრელებს:

“სასწრაფოდ! მივიღე ელვა შეტყობინება ჰოლივუდიდან, არის დიდი დაინტერესება ჩემს გრაციაზე, პლასტიკასა და ჰოლივუდისთვისაც შესაშურ ღიმილზე. სრული ბედნიერებისათვის, ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულის ტიტულიღა მაკლია. აბა ხალხო დაირაზმეთ, შეივსეთ ბალანსი და 95106!”

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალი 31 დეკემბერს “იმედის” საახალწლო ეთერში გაიმართება. ფინალში გამარჯვებისთვის ზურა მანჯავიძის და მზია ორველაშვილისა და ნოდიკო ტატიშვილის და ჯულიანა ბარგნარის წყვილი იბრძოლებენ.