16 დეკემბერი, 2014

ზიდანი Mango-ს სახეა

zinedine_zidane_2ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა, თავის კოლეგა დევიდ ბექჰემისთვის მიებაძა და საფეხბურთო კარიერიდან სამოდელო კარიერაში გადაინაცვალა. ფრანგი ფეხბურთელი ესპანური ბრენდის Mango სახე გახდა. ზიდანი ამ ბრენდის მამაკაცურ ხაზს წარმოადგენს და გაზაფხული-ზაფხულის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდება:

“დიდი ხანია ესპანეთში ვცხოვრობ და ამიტომაც, კარგად ვიცნობ ბრენდს Mango. როცა შემომთავაზეს ამ კომპანიის სახე გავმხდარიყავი, მაშინვე დავთანხმდი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, როცა ადამიანები ატარებენ ხარისხიან და მოდურ ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად.”

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Mango ცნობილ ფეხბურთელებთან თანამშრომლობს. წინა სარეკლამო კამპანიაში ბრენდის სახე ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკე იყო.