ზესტაფონის თეატრში პრემიერაა

1ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა. პატარა მაყურებლისთვის თოჯინური სპექტაკლი “ყინჩა ბიჭის თავგადასავალი” დაიდგა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი იური ფოფხაძეა, რომელმაც წარმოდგენა ვლადიმერ ორლოვის მიხედვით განახორციელა. სპექტაკლის მხატვარია ნათია ბერაძე.

ახალ წარმოდგენაში მარეხ აბესაძე, ვახტანგ კვინიკაძე და ნინო ცარციძე მონაწილეობენ.