20 დეკემბერი, 2014

ზალიკო ბერგერი ახალ კოლექციას წარმოადგენს

zaliko1დიზაინერი ზალიკო ბერგერი 20 დეკემბერს ბუდა ბარში თავისი ახალი კოლექციის ჩვენებას აწყობს. ზალიკო ბერგერი არა მარტო ტანსაცმლის კოლექციას, არამედ სამკაულების კოლექციასაც აქტიურად ქმნის.

ამ ჩვენებისთვის სპეციალურად შექმნილ კოლექციას ცნობილი ქართველი მოდელები წარმოადგენენ. დიზაინერის კოლექციის ჩვენებასთან ერთად ბუდა ბარში მოეწყობა კონცერტი მომღერლებისა და დიჯეების მონაწილეობით. ღონისძიება 22 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

დიზაინერის თქმით, ბუდა ბარი ამ ჩვენებისთვის სპეციალურად შეირჩა, რადგან მისი გარემო ზალიკოს კოლექციას კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს.