6 დეკემბერი, 2014

ვიქტორია ბექჰემი შიდსს ებრძვის

vik1დიზაინერი და წარსულში მომღერალი ვიქტორია ბექჰემი შიდსს ებრძვის. დაავადების დასამარცხებლად და საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის, მან გამოუშვა კოლექციის ხაზი, რომელსაც შიდსის სიმბოლო – წითელი ლენტა აქვს დატანებული.

ვიქტორია ბექჰემის დიზაინით შექმნილი მაისურები გაყიდვაში უკვე გამოჩნდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. კოლექციის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი გადაირიცხება სპეციალურ ფონდში, რომელიც შიდსით დაავადებულებს მკურნალობს. როგორც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მედიკოსები ირწმუნებიან, 2030 წლისთვის შიდსი მთელს მსოფლიოში დამარცხებული იქნება.

საქველმოქმედო მიზნით გამოშვებული მაისურები ლონდონში ვიქტორიას ბუტიკში და მისივე ოფიციალურ საიტზე იყიდება. მაისურების ღირებლება 90 ფუნტი სტერლინგია.

ქველმოქმედება ვიქტორიასთვის ჩვეული საქმიანობაა. ჯერ კიდევ თებერვალში ის იმყოფებოდა კეიპტაუნში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც შიდსის ჩვილ ბავშვებში მკურნალობას მიეძღვნა. შიდსთან ბრძოლის ფონდი აქვს ელტონ ჯონსაც, რომელიც დევიდ და ვიქტორია ბექჰემების დიდი ხნის მეგობარია. ცოლ-ქმარი აქტიურად ეხმარება მომღერალს ამ ფონდის საქმიანობაში.