ვინ წარგვადგენს ევროვიზიაზე?

1ewroვინ წარგვადგენს 2015 წლის ევროვიზიაზე? ამის გასარკვევად საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნულ კონკურსს აცხადებს. შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ჟანრის სოლისტებს და მუსიკალურ ჯგუფებს. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა, რომელიც არსად გაჟღერებულა სიდი ფორმატით, ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი. განაცხადები მიიღება 20 დეკემბრამდე.

კონკურსანტებიდან ხუთ საუკეთესო სიმღერას მაყურებელი 31 დეკემბერს შეაფასებს. 14 იანვარს კი, პირველად ქართული ევროვიზიის ისტორიაში, საუკეთესოს საუკეთესოთა შორის მაყურებელთან ერთად, საერთაშორისო ჟიური აირჩევს.

გამარჯვებული 14 იანვარს პირდაპირ ეთერში დასახელდება!